მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს
1791131165
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პარასკევს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩავა. ამის შესახებ თეთრი სახლი პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენი პოლონელ კოლეგას, ანდჟეი დუდას შეხვდება.
„პრეზიდენტი განიხილავს, თუ როგორ რეაგირებს შეერთებული შტატები, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელიც რუსეთის გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა ომმა შექმნა“, - განაცხადა ფსაკიმ.
ცნობისათვის, პოლონეთში ჩასვლამდე ჯო ბაიდენი ბრიუსელს ეწვევა, სადაც ნატო-ს მოკავშირეებს, „დიდი შვიდეულისა“ და ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება.