„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
ომის დაწყებიდან უკრაინაში 406 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 801 დაშავდა. მათგან უმრავლესობა ავიაიერიშებისა და დაბომბვების შედეგად დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ლიზ ტროსელი აღნიშნავს, ეს რიცხვი სავარაუდოდ გაცილებით მაღალი უნდა იყოს, თუმცა ზუსტი მონაცემების მიღებას ვერ ახერხებენ.
გამოცემის ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი ჟურნალისტია.
გაერო-ს მონაცემებით, რუსეთში უკრაინაში ომის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ჯამში 12 700 ადამიანი დააკავეს.