„ამის მოსმენისთვის ღირდა ალბათ ჩემი ცხოვრება!“ – ნინი შერმადინი ნიკა კუბლაშვილს პასუხობს
1762103159
                                                                კიევის რეგიონში ბებიის თავგანწირვამ სოციალური ქსელი აალაპარაკა. მან ცხოველი შარფში შეახვია და დაბომბვას ისე გადაარჩინა. მოხუცი ცხოველის გარეშე ევაკუაციაზე უარს ამბობდა. მარია ეფიმოვნას შესახებ უკრაინული მედია წერს.
კიევის რეგიონის ბებიას ახლა მთელი უკრაინა იცნობს. ფოტოგრაფმა შარფში გახვეული ძაღლის გვერდით მდგარი ქალი გადაიღო. ქალმა ძაღლს ყურებზე შარფი ააფარა, რათა დაბომბვისას არ შეშინებოდა.
რაკეტების ნამსხვრევები პირდაპირ მოხუცის ეზოში დაეცა.
„ის ჩემთვის ბავშვივით იყო და ძალიან შემეცოდა. ვერ გეტყვით, რამდენად ჭკვიანია...", - თქვა ქალმა.
დაბომბვის შემდეგ ბებია ძაღლს ცხვირზე ეფერებოდა. მარია ეფიმოვნას შვილიშვილი ახლა დონბასში უკრაინისთვის იბრძვის. ქალიშვილი კი საზღვარგარეთ წავიდა.

