დიდი ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ ერთი მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთი

გაერთიანებული სამეფო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ ერთი მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„ბრიტანული იარაღი, აღჭურვილობა და სამხედრო მომზადება გარდაქმნის უკრაინის თავდაცვას ამ შეჭრის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის სრულ მხარდაჭერას, რათა უზრუნველვყოთ, რომ პუტინი უკრაინაში მარცხს განიცდის“, – განაცხადა ჯონსონმა.

საერთო ჯამში, ომის დაწყების შემდეგ, გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას 3.8 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის დახმარება გაუწია.