შავი ზღვის სანაპიროზე ორი გიგანტური ქარბორბალა გამოჩნდა
1754303643
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 300 მილიონი ფუნტის (375 მილიონი დოლარის) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დახმარება მოიცავს რადიოელექტრონულ აღჭურვილობას, ასევე მობილურ რადიოლოკაციურ სისტემებსა და ღამის ხედვის აღჭურვილობას. სამხედრო დახმარებას შორის ასევე იქნება უპილოტო საფრენი აპარატები, GPS-ის სიგნალის ჩახშობის აღჭურვილობა და ჯავშანჟილეტები.
ამ დრომდე დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით 200 მილიონი ფუნტი აქვს გამოყოფილი. ქვეყანამ უკრაინას 5 000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და საჰაერო თავდაცვის ხუთი სისტემა გაუგზავნა, ასევე სხვა აღჭურვილობა.
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043