ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

britaneti

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიმს კლევერის განცხადებით, ოფიციალურმა ლონდონმა რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების გამო ახალი სანქციები დაუწესა. 

„ე.წ. რეფერენდუმები, რომლებსაც იარაღის მუქარით ატარებენ, არ შეიძლება იყოს თავისუფალი ან სამართლიანი. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ამ "რეფერენდუმების" შედეგებს. ისინი მიესადაგება ძალადობის მკაფიო სქემას, დაშინებას, წამებასა და იძულებით დეპორტაციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. ბრიტანეთის სანქციები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ფსევდო რეფერენდუმების უკან დგას, ასევე იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის რეჟიმის მიერ ამ აგრესიულ ომს მხარს უჭერენ“, - თქვა კლევერმა.

დიდმა ბრიტანეთმა სასანქციო სიაში შეიყვანა 33 ჩინოსანი და კოლაბორაციონისტი, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან. ასევე, შავ სიაში მოხვდა სააგენტო IMA Consulting-ი, რომელსაც პუტინის საყვარელ პიარ კომპანიას ეძახიან და რომელიც ე.წ. რეფერენდუმების კამპანიებს აწარმოებდა. შეზღუდვები შეეხო რუსულ კომპანია გოზნაკს, რომელიც სახელმწიფო საბუთების და დოკუმენტების დამზადებაზე მუშაობას და მონოპოლისტია. ეს კომპანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასევე ე.წ. პასპორტებს ამზადებს.