1789675932
„აქვს თუ არა ძაღლს სული?“ - მამა ანდრიას პასუხი
აქვს თუ არა ძაღლს სული?, - ამის შესახებ ერთ-ერთმა გამომწერმა მამა ანდრია სარიას ჰკითხა. მისი პასუხი ასეთია:
„ხშირად მეკითხებით, ძაღლი სულიერი არსება როგორ არ არისო... ამ კონტექსტში, თუ გრამატიკულად დავსვამთ კითხვას, რა თქმა უნდა, უსულო არ არის და სულიერია. მაგრამ, რასაც მართლმადიდებლური სწავლება გვაწვდის, სულიერი არის მხოლოდ ადამიანი. ძაღლს აქვს სამშუნველი - ანუ სასიცოცხლოდ აუცილებელი სამშვინველი, მაგრამ სული აქვს მხოლოდ ადამიანს.
მეტყველებითი ნაწილი რაც არის, გონებითი ნაწილი, აზროვნებითი ნაწილი, სულის ის თვისებები ძაღლს არ აქვს. ამიტომ ვამბობთ, რომ ძაღლი სულიერი კი არაა, არის სამშვინველისეული“, - განმარტა სასულიერო პირმა.
ადამიანი სამი არსებითი ნაწილისაგან შედგება: სხეული, სამშვინველი და სული. სამშვინველი ცხოველებსაც აქვთ, სული კი მხოლოდ – ადამიანებს.
სამშვინველი, ისევე როგორც სხეული, შეიძლება დაავადდეს და სხეულის სიკვდილთან ერთად ისიც წყვეტს არსებობას.











