ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა
1746165881
უკრაინამ და აშშ-მა, შესაძლოა, დღეს წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერონ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შეთანხმების პროექტი, რომელიც უკრაინის საინვესტიციო პროექტების მართვისთვის საერთო ფონდის შექმნას გულისხმობს, უკვე დახვეწილია.
როგორც Bloomberg-ს წყარო უყვება, უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო უკვე გაემგზავრა ვაშინგტონში.
დოკუმენტის თანახმად, აშშ და უკრაინა ერთად შექმნიან პირობებს „უკრაინის სამთომოპოვებით, ენერგეტიკულ და სხვა დარგებში ინვესტიციების გასაზრდელად“. ვაშინგტონი აგრეთვე აღიარებს კიევის სურვილს ხელი მოაწეროს ისეთ შეთანხმებებს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გეგმას ხელს არ შეუშლის, რაც უკრაინისთვის წითელ ხაზად ითვლება.
რაც შეეხება ამერიკის მიერ უკრაინის თავდაცვაზე დახარჯულ თანხას, როგორც სააგენტო იუწყება, ეს ახალ ხელშეკრულებაში გაწერილი არ იქნება.