„წავიდა 5 წლის წინ დაღუპულ მამიკოსთან...“ - 82-დღიანი კომის შემდეგ 8 წლის მოზარდი გარდაიცვალა
1783281512
უკრაინულმა არმიამ გვიან ღამით, კიევთან ახლოს კონტრშეტევა განახორციელა,- ამის შესახებშინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ განაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, განადგურებულია 5 რუსული ტანკი.
„კიევთან წუხელ რთული ღამე იყო, მაგრამ ჩვენ გავანადგურეთ 5 ტანკი. დილიდან კიევის დასავლეთით არტილერიული შეტევების ხმები ისმოდა, მიმდინარეობს ბრძოლები“, - განაცხადა დენისენკომ.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.