„დედა მართვით სუნთქვაზეა...“ - ცნობილი ხდება 9 წლის ბიჭის დაღუპვის სავარაუდო მიზეზი
9:33
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას მოაწერა ხელი. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
გამოყოფილი თანხები უკრაინის სამხედრო ძალების წვრთნას, შეიარაღებასა და სხვა საჭიროებებს მოხმარდება. ამასთან ერთად, თანხები გამოყოფილია ჰუმანიტარული დახმარებისთვისაც.
აშშ-ის სენატმა უკრაინისათვის 40 მილიარდი დოლარის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი 19 მაისს დაამტკიცა.