ბაიდენი: პუტინმა ვერ მიაღწია თავის დიდ ამბიციებს ბრძოლის ველზე

ბაიდენი - პუტინი

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ვერ ახერხებს უკრაინის ტერიტორიის მიმართ აგრესიული ამბიციების რეალიზებას. ამის შესახებ ბაიდენმა Twitter-ზე დაწერა .

„პუტინმა ვერ მიაღწია თავის დიდ ამბიციებს ბრძოლის ველზე.

პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა რჩებიან ხელისუფლებაში, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებსაც შეუერთდნენ მამაცი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობა, ხელი შეუშალა რუსეთის მიერ მათი ქვეყნის დაპყრობას", - თქვა ბაიდენმა.