1773951610
ატლანტიკის ოკეანეში პორშეებით დატვირთული გემი იწვის
ატლანტიკის ოკეანეში, აზორის კუნძულებთან, იწვის სატვირთო გემი, რომელიც ძვირად ღირებული, „პორშესა“ და „ფოლკსვაგენის“ ბრენდის მანქანებით არის დატვირთული. ის გერმანიიდან აშშ-ში მიდიოდა.
CNN-ის ცნობით, ეკიპაჟის 22-ვე წევრმა გემი უკვე დატოვა. უახლოეს დროში იგეგმება გემის ბუქსირით მიყვანა უახლოეს პორტამდე.
სატვირთო გემი Felicity Ace პანამის დროშის ქვეშ დაცურავს და იაპონურ კომპანიას ეკუთვნის. მისი სიგრძე 200 მეტრია და შეუძლია რამდენიმე ათასი ავტომობილის გადატანა.











