ნეთანიაჰუ: არ ვარ დარწმუნებული, ვინ მართავს ირანს ამჟამად

ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანის რეჟიმის სათავეში გაურკვევლობაა და ისრაელისთვის უცნობია, ვინ ფლობს რეალურ ძალაუფლებას თეირანში.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ირანის მმართველ წრეებში დიდი დაძაბულობა შეინიშნება.

„არ ვარ დარწმუნებული, ვინ მართავს ირანს ამ წუთას. მოჯთაბა [ხამენეის], აიათოლას შემცვლელს, თავისი სახე ჯერ არ გამოუჩენია“, - განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი აკვირდება „ბზარებს“ როგორც ირანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, ასევე უშუალოდ საველე დანაყოფებში.