12 000-ს აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება - „თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს
1791195131
უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ბელარუსის ტერიტორია და შეიარაღებული ძალები უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს.
„არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთის ფედერაციამ რაიმე მომენტში ბელარუსის ტერიტორია, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს, ამიტომ ჩვენ მზად ვართ“, - განაცხადა საზღვრის დაცვის სამსახურის პრესსპიკერმა ანდრეი დემჩენკომ მას შემდეგ, რაც ბელარუსმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.