დაგროვებითი პენსია 25 814-მა პირმა გაიტანა - ვინ და როგორ შეძლებს თანხის მიღებას
1765391971
რუსეთი უკრაინიდან გატაცებულ ბავშვებს ჩრდილოეთ კორეაში „მავნე და ძალადობრივ“ ბანაკში აგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას კიევში დაფუძნებული „ადამიანის უფლებათა რეგიონული ცენტრი“ ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინელი ბავშვების ჩრდილოეთ კორეის ბანაკში გაგზავნის რამდენიმე შემთხვევა დადასტურებულია.
„ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს დადასტურებული რამდენიმე შემთხვევა, რომელიც უკრაინელი ბავშვების ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩრდილოეთ კორეაში გადაყვანას ეხება. ასევე არის ნახსენები სხვა ბავშვების შესახებ, მათ შორის ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონიდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბანაკში წასაყვანად შესარჩევ კონკურსში“, – წერს ცენტრის იურიდიული ექსპერტი კატერინა რაშევსკა.