დაგროვებითი პენსია 25 814-მა პირმა გაიტანა - ვინ და როგორ შეძლებს თანხის მიღებას
1765391971
ექიმი ნუტრიციოლოგი, განმარტავს, რატომ უნდა ჩავალბოთ ლობიო მომზადებამდე ცხელ წყალში და რა სარგებელს მოუტანს ეს ჩვენს ორგანიზმს:
– როდესაც ლობიოს ვიყენებთ, მასთან ერთად B ჯგუფის ვიტამინებს ვიღებთ, რომელიც მასში დიდი რაოდენობითაა. ასევე, გამომშრალ ლობიოშია რკინა, გარკვეული რაოდენობით კალციუმი და მაგნიუმი. გარდა ამისა, ლობიო მცენარეული ცილის წყაროა. მას მხოლოდ ერთი ამინომჟავა აკლია და მისი შევსებაც შეიძლება, თუ პურს ან მჭადს მივატანთ. მრავალი სასარგებლო თვისება აქვს. მაგრამ, ამავე დროს გეტყვით, რომ ლობიოში საკვები ნივთიერებების საწინააღმდეგო ნივთიერებები, ანტინუტრიენტებიცაა, რომელთა დამსახურებითაც შეიძლება მასში არსებული რკინა ორგანიზმმა ვერ შეიწოვოს, თუ სწორად არ მოვიქცევით. ამ ნივთიერებებს ფიტატები ჰქვია და ორგანიზმს მისგან გათავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ თადარიგს დავიჭერთ და ლობიოს წყალში ჩავალბობთ. რასაკვირველია, შეგვიძლია, ლობიო მდუღარე წყალში ჩავყაროთ და ვადუღოთ, ცივ წყალში ჩავყაროთ, გაზზე შემოვდგათ და ასე მოვამზადოთ კერძი. მაგრამ, კიდევ უფრო სწორად მოვიქცევით, თუ ლობიოს წინასწარ ცხელ წყალში ჩავალბობთ, შემდეგ წყალს გადავწურავთ და მოვხარშავთ. დანაკარგი გვექნება, მინერალების გარკვეულ ნაწილს ვკარგავთ, მაგრამ, სამაგიეროდ, ორგანიზმს ფიტატებისაგან უფრო მეტად დავიცავთ და მისთვის რკინის მიწოდებას გავაძლიერებთ. თუ წინასწარ ჩამბალი, დარბილებული, გაფუებული ლობიოს გადაწურვის შემდეგ დავიწყებთ კერძის მომზადებას, უკეთესია. ეს არის ის სწორი გზა, რომელიც ასევე გამოგვადგება მარცვლეულისა და ბურღულეულის შემთხვევაშიც. ჩვენმა წინაპრებმა ფიტატებისა და ანტინუტრიენტების შესახებ არაფერი იცოდნენ, მაგრამ როდესაც უნდოდათ, რომ ხორბლისგან კერძი მოემზადებინათ, მას წინასწარ ალბობდნენ. ამაშია ის გამოცდილება, რომელიც სამეცნიერო თვალსაზრისით დადასტურებულია.