ყვარელში, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ყოფილმა თანამდებობის პირებმა დანაშაული აღიარეს

თელავის სასამართლო

ყვარლის მუნიციპალიტეტში ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ყოფილმა თანამდებობის პირებმა დანაშაული აღიარეს.

საქმე საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გივი ზაუტაშვილს, მის ძმას ნიკა ზაუტაშვილსა და ყვარლის მერის ყოფილ მოადგილეს, ლევან გელაძეს შორის, 8 ნოემბერს მომხდარ კონფლიქტს ეხება.

თელავის რაიონულ სასამართლოში, წინასასამართლო სხდომაზე, მხარეებმა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნეს, თუმცა ამ ეტაპზე სადავოდ დატოვეს.

მტკიცებულებების შეფასება საქმის არსებით განხილვაზე მოხდება, რომელიც 23 დეკემბერს დაიწყება.დღევანდელი მდგომარეობით, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

საკრებულოს თავმჯდომარემ და მერის მოადგილემ თანამდებობები დაკავების შემდგომ, გირაოთი განთავისუფლებიდან რამდენიმე დღეში დატოვეს.