სურსათის სააგენტოს ინსპექტორი მოსახლეობას აფრთხილებს
1763379676
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გივი ზაუტაშვილმა და მერის მოადგილემ ლევან მგელაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს. ინფორმაცია ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა დაადასტურა.
მერის განმარტებით, მისი მოადგილის პოსტს დღეიდან ოფიციალურად დავით ქანდაურიშვილი იკავებს, რომელიც გასულ წლებში ფინანსურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს, მან თანამდებობასთან ერთად, საკრებულოს დეპუტატის მანდატიც დატოვა.
გივი ზაუტაშვილს საკრებულოში, პარტიული სიის მომდევნო ნომერი ჩაანაცვლებს.
შეგახსენებთ, ინციდენტი ყვარელში 8 ნოემბერს, ილიაობის დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ მოხდა, როცა მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი ძმა ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
პოლიციამ სამივე დააკავა, თელავის რაიონულმა სასამართლომ კი ბრალდებულებს 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
დღევანდელი მდგომარეობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ასრულებს.
საკრებულოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა უახლოეს სხდომაზე გაირკვევა.