BIAFF 2025 - ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

 BIAFF 2025 - ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13-17 დეკემბერს, ბათუმის კინოფესტივალი წარმოგიდგენთ ბიაფის კინო კვირეულს. ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია თიბისი.

წლევანდელ ფესტივალზე ნაჩვენები 15 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 20-ზე მეტი ქვეყნიდან. კინოჩვენებებს კავეა გრანდ მოლი უმასპინძლებს.

მაყურებელს საშუალება ექნება რამდენიმე სექციაში ნახოს და შეაფასოს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის - კანი, ვენეცია, სანადენსი, ბერლინალე, ტორონტო, კარლოვი ვარი, ლოკარნო დაა.შ. მონაწილე, წლის გამორჩეული ფილმები.

წელს, კინოფესტივალი წინა წლებისგან განსხვავებული ფორმატით ჩატარდება - ჟიურის ნაცვლად,კინომოყვარულებს შეეძლებათ შეაფასონ ფილმები და გამოავლინონ აუდიტორიის პრიზი.

საფესტივალო ფილმების ჩამონათვალს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

შეიძინეთ ბილეთები tkt.ge-ზე და მხარი დაუჭირეთ ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალს, ისიამოვნეთ BIAFF 2025-ის ექსკლუზიური კინო კოლექციით.