13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის შეჭრის მეოთხე წლისთავისადმი მიძღვნილ სიტყვაში განაცხადა, რომ სურს, დონალდ ტრამპი უკრაინას ეწვიოს.
„მე ზუსტად ვიცი: მხოლოდ უკრაინაში ჩამოსვლით, საკუთარი თვალით ჩვენი ცხოვრებისა და ბრძოლის ნახვით, ჩვენი ხალხისა და აი, ამ ტკივილის ზღვის შეგრძნებით — მხოლოდ ასე შეიძლება იმის გაგება, თუ სინამდვილეში რას ეხება ეს ომი. და ვის გამოა ის. ვინ არის აქ აგრესორი. ვისზეა საჭირო ზეწოლა. იმის გაგება, რომ უკრაინა იცავს სიცოცხლეს და სწორედ ამისთვის იბრძვის. ეს არ არის ქუჩის ჩხუბი. ეს არის ავადმყოფი სახელმწიფოს თავდასხმა სუვერენულზე და იმის გააზრება, რომ პუტინი თავად არის ეს ომი. ის არის დაწყების მიზეზიც და მისი დასრულების დაბრკოლებაც. ადგილზე სწორედ რუსეთი უნდა მოვსვათ, რათა დამყარდეს ნამდვილი მშვიდობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.