ჯორჯინას პირველი კომენტარი ილია თოფურიას ახალ ურთიერთობაზე
1795550232
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის სხდომის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ 2027 წელს უკრაინას, სულ მცირე, 115 მილიარდი ევრო სჭირდება.
მისი თქმით, ევროპელ პარტნიორებთან 90 მილიარდი ევროს მიღებაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, ხოლო დარჩენილი 25 მილიარდის მოძიებაა აუცილებელი.
„უკრაინას მომავალ წელს გასამკლავებლად, სულ მცირე, 115 მილიარდი ევრო სჭირდება. 45 მილიარდი ჩვენ გვქონდა ევროკავშირის შარშანდელი გადაწყვეტილების წყალობით, რომელიც ორი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 45 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებდა“, - აღნიშნა მან.
„ახლახან შევთანხმდით დამატებით სახსრებზე - კიდევ 45 მილიარდზე. ანუ, მომავალი წლისთვის გვესმის, რომ უკრაინა 90 მილიარდ ევროს მიიღებს. ევროკომისიამ უკვე წარადგინა გეგმა, თუ როგორ უნდა იყოს ეს უზრუნველყოფილი, და ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ევროკავშირმა ამას მხარი დაუჭიროს. 25 მილიარდი მოსაძიებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამოცანას შევასრულებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მსოფლიოყველა