ზელენსკი: კიევში ვითარება კვლავ მძიმეა, რამდენიმე რაიონში 450-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა გათბობის გარეშეა დარჩენილი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევში არსებული ვითარება კვლავ მძიმეა, განსაკუთრებით გათბობის საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, კიევის რამდენიმე რაიონში 450-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა გათბობის გარეშეა დარჩენილი.

ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ელოდება, რომ რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას შეაჩერებს.

„მადლობელი ვარ ამერიკული მხარის მცდელობისთვის, შეაჩერონ რუსეთის მიერ ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები. ვიმედოვნებთ, შეერთებული შტატები შეძლებს ამის უზრუნველყოფას. ჩვენს ენერგეტიკულ ობიექტებსა და ქალაქებში დღეს საღამოს და მომდევნო დღეებში არსებული რეალური ვითარება შედეგებს აჩვენებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის თხოვნას დათანხმდა და რუსეთი ერთი კვირის განმავლობაში კიევსა და სხვა ქალაქებს არ დაბომბავს. აშშ-ის პრეზიდენტმა თხოვნის მიზეზად უკრაინაში ცივი კლიმატური პირობები დაასახელა. „როიტერის“ ცნობით, მომავალ კვირას უკრაინაში ტემპერატურა -30 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის თხოვნას დათანხმდა და რუსეთი ერთი კვირის განმავლობაში კიევსა და სხვა ქალაქებს არ დაბომბავს.