დედამიწაზე წელიწადის ორი ახალი დრო გაჩნდა - მეცნიერების ახალი მიგნება
1788287182
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება და ამის შესახებ ყველა ის ავიაკომპანია გააფრთხილა, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობს.
„დღეს გვსურს გავაფრთხილოთ თითოეული ავიაკომპანია, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, თითოეული მზღვეველი და ყველა, ვინც ჯერ კიდევ სარგებლობს რუსეთის საკვანძო აეროპორტებით - რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება. უკრაინა საფრთხეს არ უქმნის სამოქალაქო ავიაციას, როგორც ასეთს - არცერთ სამოქალაქო თვითმფრინავს. უბრალოდ, რუსეთის ცაში დრონები იფრენენ და ეს მხედველობაში უნდა იყოს მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ სათანადოდ არ იუწყება, რუსული ცა დე ფაქტო დაიხურება: რუსეთის მიერ წამოწყებული ომი მისსავე ცას კეტავს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინას არ სურს უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა, რის გამოც პარტნიორებს რუსეთის ცაში არსებული საფრთხის შესახებ აფრთხილებს.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი შესაბამისი ინსტიტუტები საერთაშორისო სტრუქტურებს სრულ ინფორმაციას მიაწვდიან რუსულ საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ. სამოქალაქო ავიაციის ადგილი დრონებს შორის არ არის“, - დასძინა მან.