ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია
1770305479
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არ მოაწერს ხელს არანაირ დოკუმენტს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის შეცვლის შესახებ. კერძოდ, უკრაინა არ აღიარებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ფედერაციის ნაწილად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
პრეზიდენტს ჰკითხეს, ნამდვილად არსებობს თუ არა ზეწოლა უკრაინაზე, რათა კიევი ჯერ ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები აშშ-ისგან.
„ჩვენ ცეცხლის შეწყვეტაზე თავიდანვე მზად ვიყავით. სწორედ რუსეთი უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას“, - უპასუხა ამაზე ზელენსკიმ.
ამასთან, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, „თუ ვისაუბრებთ ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე, ყველა პირობა აბსოლუტურად გასაგებია, რადგან ისინი ჩამოყალიბებულია 20-პუნქტიან გეგმაში“.
კერძოდ, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მა უსაფრთხოების გარანტიები ჯერ კიდევ „სამშვიდობო შეთანხმების“ ხელმოწერამდე უნდა განამტკიცოს.
ზელენსკის თქმით, ამჟამად „არსებობს ახალი სიგნალი“, რომ ომის დასრულების ერთ-ერთი საფუძველი უკრაინის ზოგიერთი ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციის ნაწილად აღიარებაა.
კერძოდ, ზელენსკის თქმით, სხვა სახელმწიფოები არ აღიარებენ უკრაინის ტერიტორიების რუსულ ოკუპაციას.
„უკრაინას ჰყავს უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც აწერს ხელს დოკუმენტებს, დიდება ღმერთს! და არა სხვა ლიდერები აწერენ ხელს უკრაინის ნაცვლად შესაბამის მნიშვნელოვან დოკუმენტებს. ამიტომ, ჩვენი ტერიტორიები ჩვენია, მიუხედავად მათი დროებითი სტატუსისა - დროებით ოკუპირებული“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.