ყაჩაღობა პარიზის 2016 წლის მოდის კვირეულზე - 9 წლის შემდეგ, კარდაშიანი პოლიციაში ბრალდებულის ამოსაცნობად დაიბარეს

კიმ კარდაშიანი

კიმ კარდაშიანი, პარიზში გაემგზავრება, რათა ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. 

ინციდენტი 2016 წელს პარიზის მოდის კვირეულის დროს მოხდა, როდესაც 10 კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომლებიც საკუთარ თავს „grandpa robbers“ უწოდებდნენ, სათხილამურო ნიღბებითა და პოლიციელების ფორმებით შემოიჭრნენ კიმ კარდაშიანის სასტუმრო ნომერში, დააბეს და წაიღეს 4 მილიონი ევროს ღირებულების ნიშნობის ბეჭედი და სხვა სამკაულები. ეს ბეჭედი კიმს მისმა ყოფილმა ქმარმა, რეპერმა კანიე უესტმა აჩუქა.

კიმი, პარიზში გაფრინდება, რათა ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.

სასამართლო პროცესი თითქმის ერთი თვე გაგრძელდება. კარდაშიანის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სასამართლო პროცესის დასრულებამდე კომენტარს არ გააკეთებენ.

,,ქალბატონი კარდაშიანი ამჟამად ჩვენების მიცემას სასამართლოსა და ნაფიც მსაჯულებითვის ინახავს. მას სურს, რომ სასამართლო პროცესი ორგანიზებულად, ფრანგული კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა მხარის პატივისცემით წარიმართოს“, - განაცხადეს ადვოკატებმა.

ათი ადამიანი სასამართლოს წინაშე წარდგება, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, 72 წლის მარსო ბაუმ-გერტნერი, გასულ თვეში გარდაიცვალა. ხუთ პირს ბრალი წაუყენეს შეიარაღებულ ძარცვასა და ადამიანის გატაცებაში. დანარჩენებს ბრალი ძარცვაში თანამონაწილეობაში ან იარაღის უნებართვო შენახვაში ედებათ.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა, 71 წლის იუნის აბასმა, აღიარა ძარცვაში მონაწილეობა. მან ფრანგულ ტელეარხ TF1-ს განუცხადა, რომ პენსიონერის სტატუსით, ციხეში 20 წლიანი სამუშაო ცხოვრების შემდეგ, თავის გატანას ცდილობდა. კარდაშიანის ძარცვა 2016 წლის 3 ოქტომბრის ღამეს, პარიზის მე-9 ოლქში მდებარე  სასტუმროში მოხდა. დამნაშავეებმა დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების საიუველირო ყუთი და 4 მილიონი ევროს ღირებულების ბეჭედი მოიპარეს.

ყაჩაღობაში ხუთი ნიღბიანი პირი მონაწილეობდა, რომლებიც პოლიციის ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი. როგორც აღმოჩნდა, მათი ასაკი 60-დან 72 წლამდე მერყეობდა.  დარბევის უშუალო მონაწილეები და დანაშაულში მონაწილე პირები 2017 წლის 9 იანვარს პოლიციამ სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

 

ავტორი: სოფა აბაშიძე