რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს და პარტია „ტისას“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“.
მან აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის სასარგებლოდ.
„უკრაინა ყოველთვის ისწრაფვოდა ევროპაში ყველასთან კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ და ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა უნგრეთთან. ევროპა და ყველა ევროპული ერი უნდა გაძლიერდეს. მილიონობით ევროპელი თანამშრომლობისა და სტაბილურობისკენ ისწრაფვის. ჩვენ მზად ვართ შეხვედრებისთვის და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის სასარგებლოდ, ასევე ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, - წერს ზელენსკი.