ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს - ამინდის განახლებული პროგნოზი
1793213934
78 წლის დები მილერი Ms. Senior America 2026–2027-ის გამარჯვებული გახდა. კონკურსი ატლანტიკ-სიტიში, სასტუმრო Tropicana-ში გაიმართა და მასში სხვადასხვა შტატის წარმომადგენელი 60 წელს გადაცილებული ქალები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება მხოლოდ სილამაზის კონკურსი არ ყოფილა - მისი მთავარი მიზანი ქალების მიღწევების, ინდივიდუალობისა და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ახალი შესაძლებლობების წარმოჩენაა. დები მილერი, რომელიც ფლორიდის შტატს წარმოადგენდა, კონკურსში მეორედ მონაწილეობდა.
პირველად მან ღონისძიებაში 60 წლის ასაკის მიიღო მონაწილეობა. 78 წლის ასაკში კი სცენაზე დაბრუნება გადაწყვიტა და საბოლოოდ გამარჯვებულის გვირგვინიც მოიპოვა.
„შეიძლება 78 წლის ვარ, მაგრამ ვიფიქრე, რომ კიდევ ერთხელ უნდა მეცადა“, - აღნიშნა მილერმა.