dailymail: დონალდ ტრამპის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, ბორტზე იმყოფებოდა პირველი ლედიც
1758229389
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურ რამზან კადიროვს კაბინეტში Louis Vuitton-ის კრივის დასარტყამი ტომარა აქვს, რომლის ღირებულებაც 175 ათასი დოლარია (10 მილიონ რუბლზე მეტი). ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კადიროვის კაბინეტში არსებული ძვირადღირებული ნივთი, ტელეარხ "გროზნის" საინფორმაციო გამოშვების დროს გამოჩნდა.
კადრებში, ასევე, ჩანს იმავე ბრენდის ჩანთა, სავარაუდოდ, კრივის ხელთათმანებისთვის და ტომრის შესანახი ფუტლიარი.
კადიროვის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ადრეულ ფოტოებში, მაგალითად ივნისში, ინტერიერის ეს ელემენტი არ ჩანს.