VIDEO: თითქმის ნახევარი მილიარდის ევროს ღირებულების, ორი ტონა კოკაინი იპოვეს სიცილიის სანაპიროზე

კოკაინა

იტალიის გვარდიამ სიცილიის სანაპიროსთან 400 მილიონი ევროს ღირებულების თითქმის ორი ტონა კოკაინი აღმოაჩინა

იტალიის ფინანსურმა გვარდიამ სიცილიის სანაპიროებთან თითქმის ორი ტონა კოკაინი იპოვა, იუწყება დეპარტამენტის პრესსამსახური. ნარკოტიკების მცურავი პაკეტები ზღვაში, დინებამ კუნძულის აღმოსავლეთით გადაისროლა.გვარდიის ინფორმაციით, შავ ბაზარზე არალეგალური ნივთიერებების ღირებულება მინიმუმ 400 მილიონი ევრო იქნება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი „დაჭერა“ ქვეყნის ისტორიაში. აღნიშნულია, რომ ნარკოტიკი იყო მცურავ შეფუთვაში, რომელიც დამაგრებული იყო ბადით და აღჭურვილი იყო სინათლის სასიგნალო მოწყობილობით. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ კოკაინი იყო „ფაქიზად შეფუთული", ჩანთები იყო წყალგაუმტარი და შეეძლო ცურვა. სულ 70 დიდ კონტეინერში ნივთიერების 1 600 შეკვრა აღმოაჩინეს.