სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
შვედეთის ქალაქ მალმეში მოლაპარაკე ურნები დადგეს, რომლებიც ნაგვის ჩაყრისას ადამიანებს სექსუალურად ესაუბრებიან. ინფორმაციას ამის შესახებ CNN -ი ავრცელებს.
„ზუსტად ეგრე, ხო!", „მალე დაბრუნდი და კიდევ გავიმეოროთ", - ეს იმ ფრაზების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ქვეითები ურნებში ნაგვის ჩაყრისას ისმენენ.
ეკომეგობრული ქალაქის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ამ ინიციატივით, მეტი ადამიანი მოუფრთხილდება გარემოს.
„ეს წინადადებები ჩვენი ახალი კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია, ადამიანებმა ყველაზე ბინძურ რამეზე - დანაგვიანებაზე ისაუბრონ. ამიტომ გთხოვთ, მიდით და აჭამეთ ურნებს მეტი ნაგავი", - მოუწოდა ქალაქის წარმომადგენელმა მოქალაქეებს.