VIDEO: კაცს, რომელმაც ძველი „ჟიგულით“ თურქეთში დახმარება ჩაიტანა, ახალი ავტომობილი აჩუქეს

დახმარება თურქეთს

თურქმა ბიზნესმენმა აზერბაიჯანელ კაცს ახალი მანქანა აჩუქა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ფოტო, როგორ მიაქვს ვიღაცას ლეიბები მიწისძვრით დაზარალებულთათვის ძველი 1980-იანი წლების, საბჭოთა მანქანით.

ადგილობრივი თუ უცხოური მედია მისით დაინტერესდა. ის არის 33 წლის სერვერ ბეშირლი, რომელიც ცხოვრობს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯეილანბატანში.

მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არ გააჩნია დიდი ქონება და უწევს მძიმე ეკონომიკურ პირობებში ცხოვრება, მაინც შეძლო დახმარების გაწევა, იმით, რითაც თვითონ და მისმა ახლობლებმა შეაგროვეს.