ცნობილია, ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული გოგოს ვინაობა
1774554739
ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესისა და რუსეთის პარლამენტის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ანა პაულინა ლუნა ავრცელებს.
„დღეს, თითქმის 25 წლის განმავლობაში პირველად, კონგრესის 5 წევრი (ორპარტიული შემადგენლობით) შეხვდა რუსეთის დუმის 5 წევრს მშვიდობისა და ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად. როგორც მსოფლიოს ორი უდიდესი ბირთვული ზესახელმწიფოს წარმომადგენლებს, ჩვენი მოქალაქეების წინაშე გვმართებს ღია დიალოგი, იდეების გაცვლა და კომუნიკაციის ღია ხაზების ქონა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ დიალოგის ხელშეწყობას და მშვიდობისკენ სწრაფვას, ამ ადმინისტრაციის მიერ მშვიდობისა და ეკონომიკური შესაძლებლობებისკენ გადადგმული ნაბიჯების მხარდასაჭერად“, - აღნიშნა კონგრესმენმა.
Today, for the first time in close to a 1/4 century, 5 members of Congress (bipartisan) met with 5 members of the Russian Duma to discuss peace and bilateral relations. As representatives of the world’s two greatest nuclear super powers, we owe our citizens open dialogue, ideas,… pic.twitter.com/Dv9eMP9e3C
— Rep. Anna Paulina Luna (@RepLuna) March 26, 2026