„ჩემს ძვირფას ყოფილთან ბოდიში, მაგრამ...“ - ალექსანდრა პაიჭაძის გულწრფელი აღიარება
1785789185
ზღაპრებს ნუ დაიჯერებთ, უკრაინა ნატოს წევრი ვერასდროს გახდება. შესაბამისი განცხადება დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვალერი ზალუჟნიმ კიევში, ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ნატოს ძალიან კარგად ვიცნობ. 12 წელი ვმუშაობდი იმაზე, რომ ნატოს სტანდარტები დაგვენერგა და ყოველ წელს ვუსმენდი ზღაპრებს იმის შესახებ, რომ აი, სულ მალე ნატოში შევიდოდით. სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით“, - განაცხადა ზალუჟნიმ.
მისი თქმით, „შეუძლებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარების არსებული დონით შეუერთდე იმ ორგანიზაციას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებით ხელმძღვანელობს“.
„სავარაუდოდ, ნატო იმავე სახით დარჩება, როგორიც არის და 12 წელი გავა, ვიდრე უკრაინა იმ სტანდარტებს მიაღწევს, რომელიც აუცილებელია, რათა რუსეთის ფედერაციის დონის მინიმუმ ნახევარს მაინც გაუთანაბრდეს“, - აღნიშნა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა.