უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება

უნგრეთი

უნგრეთის პრეზიდენტმა ტამაშ შუიოკმა საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 12 აპრილს დანიშნა. ინფორმაციას Reuters-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უნგრეთის მმართველი პარტია „ფიდესის“ მთავარი კონკურენტი ოპოზიციონერ პიტერ მადიარის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია იქნება.

როგორც Reuters-ი იუწყება, გამოკითხვებში ოპოზიცია ლიდერობს. მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის „ფიდესის“ დამარცხების შანსი აქვს.