უნგრეთის პროკურატურამ ბუდაპეშტის მერს ბრალი წარუდგინა ქალაქში LGBTQ+ Pride ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობისთვის, მიუხედავად აკრძალვისა

გერგეი კარაჩონი

უნგრეთის პროკურატურამ ბუდაპეშტის მერს, გერგეი კარაჩონის ბრალი წარუდგინა ქალაქში რიგით 30-ე ყოველწლიური LGBTQ+ Pride ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობისთვის, მიუხედავად აკრძალვისა. ამის შესახებ ინფორმაცია მერის ადმინისტრაციამ ოთხშაბათს გაავრცელა.

„პროკურატურამ ბრალი წამიყენა და ჩემთვის ფულადი ჯარიმის დაკისრება სასამართლო მოსმენის გარეშე სურს, უბრალოდ იმის გამო, რომ ჩვენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი თავისუფლების მარში მოვაწყვეთ“, - განაცხადა კარაჩონიმ გავრცელებულ განცხადებაში.

„ის ფაქტი, რომ ასობით ათასი ადამიანი მოვიდა, რომ თქვენ მოხვედით, იმ დღეს დაუვიწყარ სასწაულად აქცევს“, - დასძინა მან.

გასულ წელს უნგრეთის კანონმდებლებმა მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყანაში პრაიდის ღონისძიებებს კრძალავს და ხელისუფლებას უფლებას აძლევს, გამოიყენოს სახის ამოცნობის ტექნოლოგია ნებისმიერ მსგავს ღონისძიებაზე დამსწრე პირთა იდენტიფიცირებისთვის.