მარნეულში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა - არიან დაშავებულები

ავარია სასწრაფო

მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

24NEWS.GE-ის ინფორმაციით, სოფელ ბაიდარში მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა, ორი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.