გაეროში ირანის მისია: ირანი მზადაა ურთიერთპატივისცემისა და ინტერესების საფუძველზე დიალოგისთვის, მაგრამ თუ იძულება იქნება, იგი თავს დაიცავს და გასცემს ისეთ პასუხს, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა

irani

ირანის წარმომადგენლობა გაეროში სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს წარსულში დაშვებულ შეცდომებს ახსენებს და შესაძლო კონფრონტაციის შემთხვევაში მკაცრი პასუხით ემუქრება.

„ბოლოს, როდესაც აშშ გაუაზრებლად ჩაება ავღანეთისა და ერაყის ომებში, მან 7 ტრილიონ დოლარზე მეტი გაანიავა, რასაც 7,000-ზე მეტი ამერიკელი ემსხვერპლა. ირანი მზადაა ურთიერთპატივისცემისა და ინტერესების საფუძველზე დიალოგისთვის, მაგრამ თუ იძულება იქნება, იგი თავს დაიცავს და გასცემს ისეთ პასუხს, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა!“ - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი იგივე ბედს გაიზიარებს, რასაც ვენესუელა, თუ სწრაფად არ დათანხმდება გარიგებას და ბირთვულ იარაღზე უარს არ იტყვის.