„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
„უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი მთელი ასწლეულისთვის გადამწყვეტი იქნება“,- ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ მზადაა ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაიცვას და გააგრძელებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის გაძლიერებას.
„უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი დაგვეხმარება გლობალური უსაფრთხოების კურსი განვსაზღვროთ ამ ასწლეულში”, – განაცხადა ოსტინმა.
ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავდაცვითი კავშირია, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან კონფრონტაციისადმი არ მიისწრაფის, მაგრამ მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.