1759775953
უკრაინა იქნება ევროკავშირში, ორბანთან ერთად ან მის გარეშე - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა იქნება ევროკავშირში, ორბანთან ერთად ან მის გარეშე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დღეს კიევში, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ დიკ სხოფთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უნგრელი ხალხი უკრაინას ნებისმიერ შემთხვევაში უჭერს მხარს.
„უკრაინა იქნება ევროკავშირში, ორბანთან ან მის გარეშე, რადგანაც ეს უკრაინელი ხალხის არჩევანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის შეცვლის შესაძლებლობაზე, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის გაფართოებისთვის ერთსულოვანი გადაწყვეტილება არ იქნება საჭირო.
„პროცედურის შეცვლა – ეს ეწოდება გზის პოვნას, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს უნგრეთის გარეშე, როდესაც უმრავლესობა, ყველა ქვეყანა, უნგრეთის გარდა, მხარს უჭერს უკრაინას და ხვდებიან, რომ ეს საჭიროა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე განცხადებით, უკრაინამ შეასრულა ყველა ტექნიკური პროცედურა, რათა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში პირველი კლასტერი გაიხსნას.