იტალიაში მიწისძვრა მოხდა

იტალია

იტალიაში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროსთან, 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

ბიძგები ძლიერად იგრძნეს ანკონაში, სენიგალიაში, პეზაროსა და რომანიაში, ასევე შიდა რეგიონებშიც უმბრიამდე.

მიწისძვრას მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია.

მონაცემები მოწოდებულია იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (INGV) მიერ.