თვითმფრინავის მგზავრებმა პასპორტების ჭამა დაიწყეს - უცნაური შემთხვევა Ryanair-ის რეისზე

პასპორტის ჭამა

საავიაციო ისტორიას არაერთი უცნაური შემთხვევა ახსოვს. ასეთია 2025 წლის სექტემბერში მომხდარი მოვლენაც. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

Ryanair-ის თვითმფრინავი მილანიდან ლონდონისკენ მიფრინავდა, თუმცა, მოულოდნელად პილოტებს საგანგებო დაშვების განხორციელება მოუწიათ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ თვითმფრინავის მგზავრებმა პასპორტების ჭამა დაიწყეს. 

„თვალწინ უჩვეულო სანახაობა გადაიშალა. ერთ-ერთმა მამაკაცმა პასპორტიდან ფურცლის ამოხევა და მისი ჭამა დაიწყო. მეორემ პასპორტი ტუალეტში ჩარეცხა. პილოტმა საგანგებო დაშვების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი 15 წუთი იყო",- ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მიზეზი, თუ რატომ მოიქცნენ ისინი ასე, ამ დრომდე გაურკვეველია.