თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა - არის მსხვერპლი

ავტობუსი

თურქეთის სამხრეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ნალექისა და ნისლის გამო, მძღოლმა საჭე სწორად ვერ მომართა და ავტობუსი გზიდან გადავარდა.

შემთხვევა ანამურ-გაზიფაშას გზატკეცილზე მოხდა. სამგზავრო ავტობუსი ანტალიის მიმართულებით მოძრაობდა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.