1728334168
თურქეთის პროკურატურამ ჰანდე ერჩელის ანალიზების გადამოწმება მოითხოვა
თურქეთის პროკურატურამ ცნობილი მსახიობის, ჰანდე ერჩელის ანალიზების გადამოწმება მოითხოვა. თურქული მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება უწყებამ მის ანალიზებში მეტაბოლიტების აღმოჩენის შემდეგ მიიღო და სასამართლო მედიცინის ინსტიტუტს მიმართა, რათა დაადგინოს, ეს მეტაბოლიტები აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტებია თუ არა
სასამართლო მედიცინის ინსტიტუტმა მანამდე განაცხადა, რომ მსახიობის შარდის ნიმუშში მორფინი, კოდეინი, კოდეინის მეტაბოლიტი და პარაცეტამოლი აღმოჩნდა. მათივე ცნობით, ერჩელს სისხლისა და თმის ნიმუშებში ნარკოტიკების კვალი არ აღმოაჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეზე 25 მარტს გაიცა. ამ საქმეზე დაკავებულია თურქული შოუბიზნესის კიდევ 14 წარმომადგენელი. მსახიობი სასამართლოში გამოცხადდა, ჩვენების მიცემის შემდეგ კი ის გაათავისუფლეს
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1776181451
7 პროდუქტი, რომლებიც კიბოს უჯრედებს აქრობს
1737397144












