გერმანიაში ნაკადულში 2.5 მეტრის სიგრძის ანაკონდა დაიჭირეს
1748856086
თურქეთში ჩაფრენილ მგზავრებს, რომლებიც საკუთარ ადგილებს უსაფრთხოების ღვედის ნიშნულის გამორთვამდე დატოვებენ, დააჯარიმებენ.
BBC ქვეყნის ავიაციის მარეგულირებელ ორგანოზე დაყრდნობით წერს, რომ ასეთი ზომა მგზავრების საჩივრების გამო არის მიიღეს.
მარეგულირებელში აცხადებენ, რომ მსგავსი ინციდენტების რაოდენობის სერიოზული ზრდა შეინიშნება, ბევრი მგზავრი კი თვითმფრინავის სრულ გაჩერებამდე ადგომასთან ერთად საკუთარ ბარგსაც იღებს, რაც სხვებს დისკომფორტს უქმნის.
ახალი გაიდლაინის მიხედვით, თურქეთში ჩაფრენილ ყველა კომერციული რეისზე წესების ცვლილების შესახებ განცხადება უნდა კეთდებოდეს, იმ მგზავრების ვინაობა, ვინც წესებს არ დაემორჩილება შესაბამის ორგანოებს გადაეცემა.
ახალი წესები უკვე ძალაშია. თურქული მედიის ცნობით, ჯარიმა 70 დოლარს შეადგენს.