გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ პოსტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
1787241485
გერმანიის იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გერმანიის საზღვარს გადაკვეთს, მის წინააღმდეგ მაშინვე გაიცემა დაკავების ორდერი.
"თუ პუტინი გერმანიის ტერიტორიას გადაკვეთს, ქვეყანა ვალდებული იქნება დააკავოს ის და გადასცეს საერთაშორისო სასამართლოს", - თქვა მან.
ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ასევე ბავშვთა უფლებების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა.