თუ არ მოგწონთ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ქმედებები, წადით და კონგრესთან გააპროტესტეთ - თეთრი სახლის წარმომადგენელი

ტომ ჰომანი

თეთრი სახლის საზღვრის უსაფრთხოების კოორდინატორი ტომ ჰომანი აცხადებს, რომ მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური „სამართალდამცავ ოპერაციებს“ კვლავ განაგრძობს.

ჰომანის თქმით, მან, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურთან ერთად, დაცვის სამსახურს მინესოტაში „შემცირების გეგმის“ შემუშავება სთხოვა.

როგორც მედია წერს, ახალი გეგმის მიხედვით, აგენტები ქუჩის ოპერაციებზე ნაკლებ დროს დახარჯავენ.

თეთრი სახლის საზღვრის უსაფრთხოების კოორდინატორის განმარტებით, კონგრესის გადასაწყვეტია, შეცვალოს ის კანონები და ბრძანებები, რომელთა მიხედვითაც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური ფუნქციონირებს.

„თუ არ მოგწონთ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ქმედებები, ამ შენობის წინააღმდეგ პროტესტის ნაცვლად, წადით და კონგრესთან გააპროტესტეთ“, – აღნიშნა ტომ ჰომანმა.