ცნობილია ვინ იმყოფებოდა ინდოეთში ჩამოვარდნილ Air India-ს თვითმფრინავში

ავიაკატატროფა ინდოეთში

ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თვითმფრინავი ლონდონში ასრულებდა რეისს.

Times of India-ს ინფორმაციით, დაშავებული პაციენტების გადასაყვანად მწვანე დერეფანი გაკეთდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. 

გამოცემა BBC-ის ცნობით, ბორტზე ინდოეთის 169,  ბრიტანეთის 53, პორტუგალიის 7 და კანადის 1 მოქალაქე იმყოფებოდა. 

BBC-ის ცნობით, კატასტროფა ლაინერის აფრენისას მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე 232 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.  თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან რამდენიმე წუთში დაიკარგა -  ის 190 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.

ამ დროისთვის აჰმადაბადის აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერებულია.