1784490990
ცნობილია ვინ იმღერებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ სპორტული სანახაობით არ შევა - მაყურებელს ის გრანდიოზული მუსიკალური შოუთიც დაამახსოვრდება.
მუნდიალის მთავარი შეხვედრის დაწყებამდე და შესვენების დროს სცენა მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ არტისტებს დაეთმობა. მატჩამდე 90 წუთით ადრე, ცერემონიაზე ისეთ ცნობილ მომღერლებს ვიხილავთ, როგორებიც პოსტ მალონი, რობი უილიამსი და ლაურა პაუზინი არიან. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ის ჰიმნს ჯენიფერ ჰადსონი შეასრულებს. გავრცელებული ინფორმაციით, სანახაობაში მონაწილეობას ტომ კრუზიც მიიღებს.
მუნდიალის დასკვნით შესვენებაზე კი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი, სუპერ ბოულს სტილის, შესვენების შოუ გაიმართება. 11-წუთიანი წარმოდგენის მთავარი ვარსკვლავები მადონა, შაკირა, ბითისის სრული შემადგენლობა, და ჯგუფი, სახელწოდებით ბურნა ბოიზ იქნებიან. პერფორმანსის მუსიკალური კონცეფცია Coldplay-ის სოლისტმა, კრის მარტინმა შექმნა, პროდიუსერის ამპლუაში კი გუსტავო დუდამელი მოგვევლინება.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჩემპიონატის ფინალში გამართული, ე.წ. შესვენების შოუ მხოლოდ სანახაობის შექმნას არ ემსახურება. მისი მიზანი „ფიფასა“ და „გლობალ სითიზენის“ ერთობლივი განათლების ფონდისთვის სახსრების მოზიდვაა. ინიციატივა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ბავშვებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას ისახავს მიზნად.












