ცნობილია სად და როდის დაფიქსირდა მსოფლიოში ყველაზე დაბალი და მაღალი ტემპერატურა

amindi- yinva

მსოფლიოში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ტემპერატურები გვიჩვენებს, რამდენად მრავალფეროვანი და ექსტრემალური შეიძლება იყოს ჩვენი პლანეტის კლიმატი. 

ყველაზე ცივი დღეების რეკორდი

1. ვოსტოკის სადგური, ანტარქტიდა  -89.2°C

თარიღი: 1983 წლის 21 ივლისი

1983 წელს ანტარქტიდის ვოსტოკის სადგურზე დაფიქსირდა ყველაზე დაბალი ტემპერატურა დედამიწაზე – -89.2°C. ეს ადგილი ცნობილია უკიდურესი სიცივით რაც გამოწვეულია მისი მდებარეობით კონტინენტის ცენტრში და ზღვის დონიდან მაღლა, 3,488 მეტრის სიმაღლეზე.

ყველაზე ცხელი დღეების რეკორდი

1. ფურნეის კრიკი, აშშ + 56.7°C

თარიღი: 1913 წლის 10 ივლისი

1913 წელს სიკვდილის ველზე, კალიფორნიაში, დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ტემპერატურა დედამიწაზე + 56.7°C. ეს ადგილი უდაბნოა, რომელიც ცნობილია თავისი უკიდურესად მშრალი და ცხელი კლიმატით.