„ცაჰალი“: ისრაელის სამხედროები მზად არიან „ჰამასთან“ საბრძოლველად, თუ დაჯგუფება შეინარჩუნებს ღაზაზე კონტროლს ომის დასრულების შემდეგ

ცაჰალი

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერის, ეფი დეფრინის განცხადებით, ისრაელის სამხედროები „მზად არიან საბრძოლო მოქმედებებში დასაბრუნებლად“ და „ჰამასთან“ საბრძოლველად, თუ დაჯგუფება შეინარჩუნებს ღაზაზე კონტროლს ომის დასრულების შემდეგ.

დეფრინმა აღნიშნა, რომ დღევანდელი ჰამასი „არ არის ორი წლის წინანდელი ჰამასი“ და დასძინა, რომ „ჰამასი დამარცხებულია ყველგან, სადაც ვებრძოლეთ მას“.

ისრაელისა და „ჰამასის“ მიერ შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის 20-პუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს, რომ ღაზის დროებითმა მთავრობამ უნდა მართოს ის მანამ, სანამ პალესტინის ადმინისტრაცია არ დაასრულებს თავისი „რეფორმების პროგრამას“ და „უსაფრთხოდ და ეფექტურად არ შეძლებს ღაზაზე კონტროლის დაბრუნებას“.

დეფრინის თქმით, თუ „ჰამასი“ მოახერხებს ღაზაზე კონტროლის მოპოვებას, ისრაელის სამხედროებს მოუწევთ ზომების მიღება.

დეფრინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ცაჰალი“ „კარგად არის მომზადებული საბრძოლო მოქმედებებში დასაბრუნებლად, „ჰამასთან“ საბრძოლველად“.